ფეხბურთი

15:39 | 13.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი სფფ-სთან გამართულ აქციას გამოეხმაურა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აქციას, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გამოეხმაურა. მისი თქმით, პროვოკაციების მიზეზს ვერ ხვდება და ახლა როგორც არასდროს, ეროვნულ ნაკრებს გამხნევება სჭირდება.

„საერთოდ ვერ ვხვდები თუ რატომ არის დღეს ეს პროვოკაციები. იქიდან გათვალისწინებით, რომ ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის C დივიზიონში ჯერ კიდევ 2 მატჩი აქვთ ჩასატარებელი. 2 დღეში საშინაო თამაში გვაქვს სომხეთთან, ხოლო 18-ში კიდევ ერთი მატჩი ესტონეთთან.

ისე როგორც არასდროს, ჩვენ გუნდს ახლა სჭირდება გამხნევება. კი მართალია რაოდენობრივად ფეხბურთის გულშემატკივრები ბევრად მეტი ვართ, თუმცა ყველაზე მეტი თავად ფეხბურთელებმა დაკაგეს იმით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ვერ გამოიყენეს.

მისასალმებელი და დასაფასებელია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, რადგან ასეთი დონის ტურნირზე ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ. ბიჭებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ, რომ ისტორია დაეწერათ, ბიჭებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ, რომ ქართველი გულშემატკივრები გაეხარებინათ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და დიდი პოტენციალი გვაქვს. შემდეგ შეჯიბრებებში ვიბრძოლებთ როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

მართლაც დასანანი მარცხი იყო, მაგრამ ეს სპორტია. ახლა, როდესაც ყველა ძალიან ნერვიულობს მტკივნეულ წაგებაზე, ფებურთის ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. ვინც აქ იმყოფებოდა, ჩემთვის ისინი არ არიან გულშემატკივრები, ისინი არიან პროვოკატორები, რომლებიც არაპატრიოტულად, არასახელმწიფროებივად, არადამიანურად მოქმედებენ. ეს პროვოკაციები სრულიად მიუღებელია და შესაბამისად ვერანაირად ვერ იქნება ინდიკატორი მელიასა და ალადაშვილის მიერ მოწყობილი პროვოკაციული აქცია", - განაცხადა მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ სფფ-სთან პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მთავრობის წარმომადგენლები გუშინდელ მატჩზე სტადიონზე იმყოფებოდნენ, იმის ფონზე, რომ გულშემატკივრებს თამაშზე დასწრების უფლება არ მისცეს.

0.113178