სხვა

12:05 | 13.11.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ტოჩინოშინმა ურთულესი ბრძოლა მოიგო და თანაბარ ბალანსზე გავიდა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ მოგება/წაგების ბალანსი გაათანაბრა. ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.

შერკინებისთანავე ორივე მათგანი თავს კარგად იცავდა და ამიტომ ბრძოლა შედარებით დიდი ხანი გაგრძელდა. საბოლოოდ კი ქართველმა სუმოისტმა მცირეწონოსან მეტოქეს აჯობა და ურთიერთშეხვედრებში ბალანსი 1:1 გახადა.

წლის ბოლო სუპერტურნირზე ტოჩის 3 მოგების საპირისპიროდ - 3 მარცხი აქვს. მას დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5 გამარჯვება სჭირდება. ლევანის მომდევნო მეტოქე კი მე-7 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც აქამდე 13-ჯერ შეხვედრია და მინიმალურ უპირატესობას ინარჩუნებს - 7 მოგება და 6 მარცხი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:43 | 11.05.2017
temo11 (1791)

ზიზუ უნდა წააგო ეს ფინალი, შენდამი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად

12:38 | 11.05.2017
naiki (5503)

ზიზუ თუ იუვენტუსს მოუგებს მაშინ გამოდის რომ მწვრთნელიც ისეთივე მაგარია როგორიც ფეხბურთელი იყო!

14:13 | 11.05.2017
federer (17) (15576)

რათქმაუნდა მასეა მეგობაროო
და თუ მასე მოხდა მერე ვინაა მსგავსი შედეგის დამდებიი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064272
სარეკლამო ადგილი - 99
X x X