ATP-ს ფინალის ორგანიზატორებმა კენჭისყრა ჩაატარეს, რომელმაც რვა მონაწილე ჩოგბურთელი ორ ჯგუფში გაანაწილა. რა თქმა უნდა, მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები - ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი სხვადასხვა ჯგუფში მოხვდნენ.
სერბი ტურნირის ჩემპიონი ხუთჯერ იყო, თუმცა ბოლოს მასზე 2015 წელს გაიმარჯვა. ერთსაც თუ მოიგებს, როჯერ ფედერერის რეკორდს გაიმეორებს. შვეიცარიელი ტურნრზე არაა - მან ეს სეზონი გამოტოვა. არადა, ATP-ს მიერ რეიტინგში ქულების გაყინვის წყალობით, ის რეიტინგში მეხუთეა და სეზონის ფინალურ ტურნირზე ადგილი ეკუთვნოდა.
ჯოკოვიჩთან ჯგუფში არიან არგენტინელი დიეგო შვარცმანი, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი (ATP-ს ფინალის 2018 წლის ჩემპიონი) და რუსი დანიილ მედვედევი. ნადალის ჯგუფში არიან აშშ-ის ღიას ავსტრიელი ჩემპიონი დომინაკ თიმი, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი საბერძნეთიდან სტეფანოს ციციპასი და რუსი ანდრეი რუბლევი.
ტურნირს უკანასკნელად მასპინძლობს ლონდონის O2 არენა, სადაც ის 2009 წლიდან ტარდება. სტარტს ორშაბათს აიღებს და კვირას დასრულდება. შარშანდელ ფინალში ციციპასმა სამ სეტში მოუგო თიმს. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით, ტურნირს რომელიმე მოთამაშე გამოაკლდა, პირველი შემცვლელები არიან იტალიელი მატეო ბატერინ და ებრაელი დენის შაპოვალოვი.
ჯგუფი ტოკიო 1970
ნოვაკ ჯოკოვიჩი (1, სერბეთი)
დანიილ მედვედევი (4, რუსეთი)
ალექსანდერ ზვერევი (5, გერმანია)
დიეგო შვარცმანი (8, არგენტინა)
ჯგუფი ლონდონი 2020
რაფაელ ნადალი (2, ესპანეთი)
დომინიკ თიმი (3, ავსტრია)
სტეფანოს ციციპასი (6, საბერძნეთი)
ანდრეი რუბლევი (7, რუსეთი)