კიუშუ ბაშოს მე-5 სასეჯიბრო დღეს მორიგი მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ და უარყოფით ბალანსზე გავიდა. ქართველი სუმოისტი მე-9 მაეგაშირა ტოკუშორიუს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო.
შერკინება რამდენიმე წამს გაგრძელდა და მართალია ტოჩინოშინი მეტოქის ეფექტური ილეთით დაგდებას ცდილობდა, თუმცა მანამდე დოჰიოს მიღმა თავად აღმოჩნდა.
ეს წყვილის მე-7 დაპირისპირება იყო და 34 წლის იაპონელმა ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა. (4:3)
ამრიგად ტოჩის 2 მოგების საწინააღმდეგოდ 3 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი მე-9 მაეგაშირა კოტოეკოსტან გამართავს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრია და დამარცხდა.