ფეხბურთი

12:50 | 12.11.2020 | ნანახია NaN - ჯერ

შოთა არველაძე აზიის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელობისთვის იბრძვის

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე აზიის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ოთხ მწვრთნელშია. აზიის ფეხბურთის კონფედერაცია საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვას ატარებს გულშემატკივრებში და საუკეთესო ამ გზით გამოვლინდება.

არველაძის კონკურენტები არიან: რუი ვიტორია (ალ ნასრი), ვლადან მილოიევიჩი (ალ აჰლი), იაია გოლმოჰამადი (პერსპოლისი).

ამ დროისთვის შოთა მეორე ადგილზეა და ირანელ გოლმოჰამადის ჩარმოჩება. აზიის ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში არველაძის გაწვრთნილი „ფახთაქორი“ მეოთხედფინალში გავიდა. ხმის მიცემა ნებისმიერ ქომაგს შეუძლია - მითითებულ ბმულზე...

შოთა არველაძე უზბეკური ფეხბურთის გრანდში 2017 წლიდან მუშაობს და საკმაო წარმატებითაც, გასულ სეზონში მან „ფახთაქორს“ შიდა ასპარეზზე ყველა ტიტული მოაგებინა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:41 | 10.01.2022
Kobe Bean (21683)

ერთ დროს კლუბი ინახავდა მესის ნეიმარს სუარესს რომელთაც ძალიან დიდი ხელფასი ქონდათ,ხოდა იმათი ხელფასები თუ არ იყო სხვა ფეხბურთელების რეგისტრაციისთვის პრობლემა ეხლა რაღატომაა პრობლემა?გასაგებია მაშინ შემოსავლებიც მეტი ქონდათ და როგორც ვიცი შემოსავლების 70 პროცენტს არ უნდა ცდებოდეს ფეხბურთელთა ხელფასები,ანუ უნდა ჩაჯდე 70 პროცენტიან ლიმიტში.ხოდა ასე როგორ დააზარალა კორონამ ბარსელონა,ანუ ასე როგორ დაუგდო შემოსავლები რომ ამათაც ვეღარ არეგისტრირებენ როცა ამათ ყველას ერთად არ აქვთ იმდენი ხელფასი რაც მსნ-ს და ხავიესტას ქონდათ.ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ არცერთ სხვა კლუბს იგივე პრობლემა არ აქვს.მოკლედ ბართომეუმ ყველანაირად გააქრო კლუბი.არც ისაა გამორიცხული ლაპორტა რომ სიაფანტობდეს კოუტინიოების და ასეთების მოსაშორებლად რომელთაც დიდი ხელფასი აქვთ და არაფერს აკეთებენ

0.073385