ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა ძირითადი შემადგენლობები ოფიციალურად ცნობილია.
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკეველია, კაშია, დვალი; კანკავა, კვეკვესკირი; ყაზაიშვილი, გვილია, ოქრიაშვილი; კაჭარავა
ჩრდ. მაკედონია (3-4-1-2): დიმიტრიევსკი; ბეიტულაი, მუსლიუ, ველკოვსკი; რისტოვსკი, ადემი, ნიკოლოვი, ალიოსკი; ელმასი; პანდევი, ნესტოროვსკი
შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.