ფეხბურთი

12:24 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ადემი ძირითადშია

ჩრდილოეთ მაკედონიური მედია ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში მათი ქვეყნის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს.

Ekipa.mk-ს ვერსიით, იგორ ანგელოვსკი 3-4-1-2 ტაქტიკური სქემით ითამაშებს და ენის ბარდისა და კირე რისტევსკის არყოფნის მიუხედავად, აქცენტს შეტევაში ხარისხიან მოთამაშეებზე გააკეთებს.

ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი კითხვის ნიშანი არიან ადემისთან მიმართებაშია, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, მაგრა გუშინ „დინამო არენაზე“ ივარჯიშა და როგორც გამოცემა წერს, დაამტკიცა, რომ ამ თამაშში მონაწილეობა ნებისმიერ ფასად სურს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: დიმიტრიევსკი; ბეიტულაი, მუსლიუ, ველკოვსკი; რისტოვსკი, ნიკოლოვი, ადემი, ალიოსკი; ელმასი; პანდევი, ნესტოროვსკი

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122477