სხვა

11:23 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ტაისონი მძიმეწონოსან მოკრივეებს აფასებს

მაიკ ტაისონმა თანამედროვეობის სამი ყველაზე გამორჩეული მძიმეწონოსანი მოკრივე, შეაფასა. 15-წლიანი პაუზის შემდეგ, „რკინის მაიკი“ კრივის კიდევ ერთ ლეგენდას, როი ჯონს უმცროსს, საჩვენებელ ბრძოლაში, რომელსაც ლოს ანჯელესის „სტეიპლს სენტერი“ უმასპინძლებს, ამ თვის ბოლოს დაუპირისპირდება.

როი ჯონსთან შეხვედრის პარალელურად, ის თანამედროვე მოკრივეების შესახებ, საკუთარ აზრს გვიზიარებს. ესენი არიან WBC-ს ჩემპიონი ტაისონ ფიური, WBA-ის, IBF-ის, WBO-ის და IBO-ის ტიტულების მფლობელი ენტონი ჯოშუა და დეონტრეი უაილდერი.

იესპიენთან საუბრისას, ტაისონი ფიურის აქებს. „ვფიქრობ, ის ძალიან კარგი მოკრივეა. ის გარეგნობით ვერ შეგაშინებს, მაგრამ მოუხელთებელია და ძალიან კარგად იცის, როგორ იბრძოლოს. საზრიანია და ძნელია მისთვის დარტყმა, ის ორ მეტრზე მაღალია, ნამდვილი მონსტრია“.

ტაისონ უფრო კრიტიკულია ფიურის თანამემამულე ენტონი ჯოშუას (ორივე ბრიტანელია) მიმართ: „ამ ბიჭს უფრო მეტის სწავლა მართებს. არ ვთვლი, რომ ის ქაღალდის ჩემპიონია. უბრალოდ ვფიქრობ, რომ დიდი ბიჭია. ასეთ მაღლებთან ბრძოლა ძნელია. განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვინც უფრო პატარაა“.

ტაისონი პრეტენდენტ უაილდერს ასე ახასიათებს: „როცა უაილდერი თავს საკუთარი უკანალიდან გამოიღებს, ის კარგია. უბრალოდ იბრძოლე, ნუ უსმენ სხვას. ებრძოლე მას (ფიურის) მესამედაც. როგორც კი ტიტულისთვის ბრძოლის შანსი გეძლევა, უნდა იბრძოლო. ჩვენ ეს ჩვენი ცხოვრების გარკვეული დროის განმავლობაში შეგვიძლია. მერე ამას ვეღარასდროს ვიზამთ. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ ამის ტავი გვაქვს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116726