ფეხბურთი

22:53 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხი "ბაიერნის" ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

გერმანიის ეროვნული ნაკრების საყრდენი იოზუა კიმიხი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად მიუნხენის "ბაიერნის" ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

კიმიხმა გულშემატკივრების ხმების 31% მიიღო, რობერ ლევანდოვსკიმ - 25%, ხოლო თომას მიულერმა - 16%. გასულ თვეში იოზუამ ყველა ტურნირზე ექვსი მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჟამად კიმიხი ტრავმირებულია და მიმდინარე წელს თამაშს ვერ შეძლებს.

0.113722