საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას გარეშე ითამაშებს. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ორივე შემტევს კორონავირუსი აქვს.
შედეგად, ხვიჩა და ლევანი ფინალურ და ცხოვრების მატჩს გამოეთიშნენ, რაც უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის. კვარაცხელიამ ბოლო პერიოდში საგრძნობი პროგრესი განიცადა და შეიძლება ითქვას, გუნდის ლიდერადაც ჩამოყალიბდა. შენგელიაც კარგ ფორმაში იყო და წინა თვეში სომხეთთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.