დანიის ნაკრებში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც იზოლაციაში გადასვლა კიდევ 8 ფეხბურთელს მოუწია. ერთ-ერთი მათგანი „ბარსელონას“ თავდამსხმელი მარტინ ბრაითვაითია.
მის გარდა კიდევ 7 ფეხბურთელია იზოლაციაში, რომელთა ვინაობა უცნობია და ისინი შვედეთთან 11 ოქტომბერს დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ.
„გვჯერა, რომ მასობრივი ინფიცირება არ მოხდა, რადგან ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინეთ ვირუსი, რამაც მდგომარეობა გაგვიადვილა“, - ნათქვამია დანიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
რაც შეეხება დაინფიცირებულ ფეხბურთელებს, ორიდან ერთი „ჰოფენჰაიმის“ 24 წლის ნახევარმცველი რობერტ სკოვია, მეორეს ვინაობა კი ანონიმურია.