ფეხბურთი

10:59 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანმა მესისთან პირველი შეხვედრის შესახებ ისაუბრა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლიონელ მესისთან პირველი შეხვედრა გაიხსენა, როდესაც „ბლაუგრანას“ თავკაცად დაინიშნა. ეს, ის პერიოდია, როცა მესის კლუბიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჰქონდა.

„როდესაც გუნდს შევუერთდი, მითხრეს, რომ მესი უკმაყოფილო იყო. მას საკუთარ სახლში ვესაუბრე. მან განმარტა უკმაყოფილების მიზეზები, მე მასთან გულწრფელი ვიყავი და ვთქვი, რომ მხოლოდ იმ ფეხბურთის შეცვლა შემეძლო, რომელსაც გუნდი თამაშობდა, შემიძლია გავლენა ვიქონიო გუნდის სათამაშო სისტემაზე, მის პოზიციაზე მოედანზე, მაგრამ ზოგადად კლუბში სიტუაციას მე ვერ შევცვლიდი.

მესი არის ადამიანი, რომელსაც სურს მოიგოს, იყოს საუკეთესო, თუნდაც პრობლემები ჰქონდეს კლუბის მენეჯმენტთან. „ბარსელონა“ უფრო ძლიერი იქნება მესისთან ერთად, ვიდრე მის გარეშე“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, საბოლოოდ, მესიმ გადაწყვეტილება შეცვალა და კლუბში დარჩა, რომელთანაც კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ჯერჯერობით მის განახლებაზე სიახლე არ გავრცელებულა.

0.108991