ფეხბურთი

1:20 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მზადება დასკვნით ფაზაში: საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინ მეორედ ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალისთვის მზადების დასკვნით სტადიაშია. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშა.

თუმცა, საწვრთნელ პროცესში ყველა ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია და ზოგიერთი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. „ჯვარონსები“ ხვალ მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ვარჯიშამდე დაგეგმილია ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია, რომელიც ცხადია ისტორიული მატჩის წინ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, საქართელო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება და ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ისტორიული შანსი აქვს, რომ პირველად გავიდეს ევროპის ჩემპიონატის და ზოგადად, დიდი ფორუმის ფინალურ ეტაპზე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 29 ფეხბურთელია მიწვეული:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

0.116057