„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერი არ გამორიცხა. ბრაზილიელის განცხადებით, შეიძლება ერთ დღესაც მოულოდნელი რამ მოხდეს.
„არ ვიცით დღეს ფეხბურთში რა მოხდება თუ რონალდუ ხვალ გაიღვიძებს და იტყვის, რომ სხვაგან თამაში სურს. ვის შეუძლია მისი გადაბირება? ეს არის მცირე წრე, რომლის ნაწილი „პარი სენ ჟერმენია“. სატრანსფერო ბაზარი არის შესაძლებლობების, სიტუაციების საკითხი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ სატრანსფერო ფანჯრისთვის, გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენი სიები, მაგრამ შეიძლება მოულოდნელი რამ მოხდეს“, - თქვა ლეონარდომ.
შეგახსენებთ, რომ ესპანურმა მედიამ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად,კორონავირუსის პანდემიის გამო „იუვენტუსს“ კრიშტიანუს ასტრონომიული ხელფასი (წელიწადში 31 მილიონი ევრო) ტვირთად აწევს და ზაფხულში მის გაყიდვას გეგმავს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ რონალდუს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და თუ ზაფხულში არ გაყიდიან ან კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ, 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და 94 მატჩში 71 გოლი აქვს გატანილი, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 5 თამაშში 6 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უმაგრესად ითამაშა და მარტო 32 ქულის გამო კი არა ყველა ბურთი ძალიან საჭირო დროებში ჩააგდო !
საქებარი სიტყვები სწორად შეარჩიეთ. "უზარმაზარი შენგელია" მამამისი კახა გახლავთ, თოკო "ბრწყინვალე შენგელიაა"
ესპანური კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა თოკომ, 44 ეფექტიანობის მაჩვენებელი _ ფენომენალური რიცხვია!
ბრავო თოკო