ფეხბურთი

16:26 | 10.11.2020 | ნანახია 917 - ჯერ

მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ისევ ტრავმა აქვს, ანგელოვსკიმ ახალი ფეხბურთელი გამოიძახა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დიდი ალბათობით საქართველოსთან მატჩში არიან ადემი დააკლდება. როგორც ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, ზაგრების „დინამოს“ გამოცდილ ნახევარმცველს ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, თამაშს გამოტოვებს.

ადემიმ ტრავმა კვირას „ისტრასთან“ მატჩისწინა გახურებიბას მიიღო. მაკედონიის ნაკრებში ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ კუნთის ტრავმა დაადასტურა და საქართველოსთან მისი თამაში ჯერ გამორიცხული არაა, მაგრამ როგორც ფედერაციის პრესსამსახური წერს, თამაშის შანსი მინიმალურია.

მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ნაკრებში „შკენდიას“ 24 წლის ნახევარმცველი ენურ ტოტრე გამოიძახა, რომელსაც დებიუტი ოქტომბერში, სწორედ საქართველოს ნაკრებთან ჰქონდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ჯერ ისევ სკოპიეში ემზადება, ხოლო თბილისში ხვალ ჩამოფრინდება. შეხვედრა 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:49 | 11.11.2020
araza-1918 (6330)

მთავარია წვიმა არ იყოს დრენაჟი არ ვარგა ხვიჩა და ვაკომ რო იმატავონ

17:40 | 10.11.2020
Bacho-Cr7real madrid (5443)

ზაან ლეა ნეტა ყავდეტ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.129654