მოსკოვის „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებმა განცხადება გააკეთეს კლუბის მენეჯმენტის მუშაობის შესახებ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს დირქტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ანატოლი მეშჩერიაკოვისა და გენერალური დირექტორის, ვასილი კიკნაძის გადაყენება.
ქომაგებმა 27 საჩივარი წარმოადგენს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მისამართით და ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვაა, რომელიც „რუბინში“ თამაშობს.
„კიკნაძის მეთაურობის დროს კლუბი დატოვა რუსეთის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა - ხვიჩა კვარაცხელიამ. პერსპექტიული ფეხბურთელის შენარჩუნება გენერალურმა დირექტორმა ვერ შეძლო და ამაში აგენტები დაადანაშაულა. ამავე დროს, კვარაცხელია, სიომინი და აგენტები ამბობენ, რომ მას „ლოკომოტივში“ დარჩენა სურდა. სელექციონერებმა და სპორტულმა დეპარტამენტმა მოთამაშის პოტენციალი ადეკვატურად ვერ შეაფასეს, რაც ეჭვს იწვევს ახალ მოთამაშეთა შესახებ მიღებულ ყველა შემდგომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დღეს, Transfermartk-ის მიხედვით ფეხბურთელის ღირებულება 7.5 მილიონი ევროა“, - ნათქვამია კვარაცხელიას შესახებ ფანების მხრიდან.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2019 წლის იანვრიდან ზაფხულამდე იჯარით თამაშობდა და 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა „რკინიგზელთა“ რიგებში ტიტულიც მოიგო - რუსეთის თასი. თუმცა, კლუბმა ის „რუსთავიდან“ არ გამოისყიდა და საბოლოოდ, ხვიჩა „რუბინში“ აღმოჩნდა.