ავსტრიელმა დომინიკ თიმმა ფეხის ტრავმა მოიშუშა, რომელიც ვენის ტურნირის დროს მიიღო და ახლა ATP-ს ფინალში საასპარეზოდ ემზადება. ტურნირს ლონდონი 15-22 ნოემბერს უმასპინძლებს.
აშშ-ის ღიას ჩემპიონს, ვენის ტურნირის დროს, ფეხების გულები დაუწყლულდა. ამის გამო, საშინაო ტურნირზე წინა სეზონში მოპოვებული ტიტულის დაცვა ვერ შეძლო. ამავე პრობლემის გამო, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ვერც პარიზის მასტერსზე გამოსვლა შეძლო.
ATP-ს ფინალი სეზონის ბოლოს იმართება და მასში რეიტინგის პირველ რვა საფეხურზე მყოფი ჩოგბურთელები მონაწილეობენ. იქვე მამაკაცთა რვა საუკეთესო წყვილიც იასპარეზებს.
„ვენაში, საშინაო ტურნირის მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ, ფეხის ჭრილობა მოვიშუშე. ამისთვის ორი-სამი დღე დამჭირდა, რის შემდეგაც, ლონდონის O2 არენაზე გამოსვლისთვის მზადება დავიწყე“, - ამბობს თიმი, ვინც ATP-ს ფინალურ ტურნრზე, შარშან ფინალს მიღწია, სადაც ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო. აღსანშნვი, რომ ჯგუფურ ეტაპზე მან როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ალექსანდრ ზვერევსაც მოუგო.