ფეხბურთი

0:37 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით შეიკრიბა

საქართველოს ნაკრების მსგავსად ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალისთვის მზადება ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმაც დაიწყო. იგორ ანგელოვსკის გუნდი სკოპიეში შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც გაიმართა.

ანგელოვსკის განკარგულებაში გამოძახებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მათ შორის გორან პანდევი და ელიფ ელმასი. პანდევს იტალიიდან წამოსვლის პრობლემა ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ლიგურიის ჯანდაცვის უწყებამ „ჯენოას“ ფეხბურთელები ნაკრებში გაუშვა.

რაც შეეხება ელმასს, მას გასულ თვეში კორონავირუსი ჰქონდა და ამის გამო ნაკრებში არ ყოფილა. ახლაც არსებობდა ეჭვი, რომ მას „ნაპოლი“ ნაკრებში არ გაუშვებდა, მაგრამ ასე მოხდა.

ჯერჯერობით ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება არიან ადემისთან დაკავშირებით, რომელმაც კვირას ზაგრების „დინამოში“ ტრავმა მიიღო და სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩატარებოდა.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება და გამარჯვებული გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

0.122695