ფეხბურთი

18:50 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ვალვერდე გამოაკლდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე ტრავმირებულია. ურუგვაელმა ფეხბურთელმა დაზიანება „ვალენსიასთან“ წაგებულ (1:4) მატჩში მიიღო.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ვალვერდეს მარჯვენა ფეხის უკანა წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს.

ფედერიკო დაახლოებით ორი თვე იუქმებს, ეს ყველაფერი მოტეხილობის სიღრმეზე იქნება დამოკიდებული.

ფედერიკო ვალვერდე მიმდინარე სეზონში ზინედინ ზიდანის გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.114751