ჩოგბურთი

16:40 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა სეტი მოიგო, მაგრამ ზედიზედ მე-11 შეხვედრა წააგო

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი მარცხი განიცადა. ქართველი სოფიას მასტერსის პირველ წრეში შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰოისლერს დაუპირისპირდა და სამ სეტში, 1:2 წააგო.

ჰოისნერი ამჟამად ATP-ის რეიტინგში არც მეტი, არც ნაკლები 149-ე ადგილზეა, მაგრამ ბასილაშვილმა წაუგებელი სერია ვერც მის წინააღმდეგ შეწყვიტა.

პირველი სეტი ქართველმა ძალიან ადვილად, 18 წუთში 1:6 წააგო. სამაგიეროდ, მეორე სეტში ანგარიში გაათანაბრა (6:4). სხვათა შორის, პირველი სეტი მოიგო ბოლო 10 მატჩის განმავლობაში...

გადამწყვეტი სეტი კი ზუსტად ერთი საათი გაგრძელდა და მისი ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც შვეიცარიელმა 8:6 იმარჯვა და საბოლოოდ შეხვედრა 6:1, 4:6, 7:6 მოიგო. სხვათა შორის, ჰოისლერი დიდებული იყო საკუთარ ჩაწოდებაზე და 22 ეისი შეასრულა, ორმაგი შეცდომაც მხოლოდ სამჯერ დაუშვა, მაშინ, როდესაც ბასილაშვილს 5-5 ეისი და ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, რომელიც რეიტინგში უკვე 39-ე ადგილამდე დაქვეითდა, ზედიზედ მე-11 წაგება გამოდგა....

მარკ-ანდრეა ჰოისლერი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:1 (6:1, 4:6, 7:6)

0.111962