Team UFG ონლაინ ჩემპიონატის Red Bull FLICK-ის გამარჯვებულია. გიორგი კოშაძემ და სანდრო ჭიღლაძემ ფინალში დაამარცხა გუნდი Mamba Mentality, საბა მახარაძისა და ლევან ანიაშვილის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი Team UFG-ს ნაწილია.
მესამე ადგილს დაჯერდნენ გიორგი ხოშტარია და გიორგი ზალდასტანიშვილი გუნდით MonaspaCrocobet.
Red Bull FLICK არის CS:GO-ს 2v2 ჩემპიონატი, რომელიც წელს პირველად ჩატარდა ქართველი მოთამაშეებისთვის.
ონლაინ ჩემპიონატი 7 და 8 ნოემბერს მიმდინარეობდა. მონაწილეობა მიიღო 182 გუნდმა.
გამარჯვებული გუნდებისთვის საპრიზო ფონდი ასე განაწილდა: I ადგილი: 2500 ლარი, II ადგილი: 1500 ლარი, III ადგილი- 800 ლარი. Red Bull FLICK-ში მონაწილეობა უფასო იყო.
Red Bull FLICK-ში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი. სპეციალურად ჩემპიონატისთვის შეიქმნა 5 განსხვავებული რუკა, რომელიც განკუთვნილია 2-2-ზე თამაშისთვის.
“ქაუნთერ სთრაიქის” 2-2-ზე შეჯიბრება FACEIT-ის პლატფორმაზე გაიმართა, რომელიც შექმნილია ორ და მეტ მოთამაშიანი ონლაინ ჩემპიონატების მასპინძლობისთვის.







