თამაშგარე

12:26 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სპორტისთვის თავდადებული კამილა გუპერი

ბრაზილიაში ყველაზე ცნობილი ფიტნეს-კონსულტანტი და ზოგადად ყველაზე პოპულარული სპორტით დაკავებული ქალი კამილა გუპერია, რომელმაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავი მთლიანად სპორტს მიუძღვნა მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია გათხოვილი ქალის სტატუსით სარგებლობს.

კამილა გუპერი ასევე ნამეტნავად აქტიურია სოციალურ ქსელებშიც და მისმა ფოტოებმა “ინსტაგრამის“ ქსელში მილიონნახევარი გამომწერი ალალად დაიმსახურა მაშინ, როდესაც ამოდენა მომწონებელ-მოტრფიალის მოსაგროვებლად ბევრ ცნობილ მოდელსაც კი ფულის გადახდა და ათას მამაძღლობაში გარევა უწევს.

სამი წლის მანძილზე კამილა ერთ-ერთ ტელევიზიასთანაც თანამშრომლობდა და წარმატებულად უძღვებოდა გადაცემას, რომელიც საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებდა. ქმარი თურმე სულ ეუბნება: “დაიცა ქალო, ცოტა ჩემთვისაც მოიცალეო“, მაგრამ კამილა ისეთი ვინმეა, მარტივი ცხოვრების წესს დასთანხმდეს?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116022