ფეხბურთი

2:12 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" უშანსო მარცხი ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალენსიასთან“ უშანსო და მტკივნეული მარცხი განიცადა. „სამეფო კლუბი“ „მესტალიაზე“ ვერაფერს გახდა და 1:4 წააგო.

ანგარიში კი ზინედინ ზიდანის გუნდმა გახსნა, კერძოდ ქარიმ ბენზემამ და თავისიანები წინ გაიყვანა. თუმცა, ტაიმი მაინც „ვალენსიამ“ მოიგო. 30-ე წუთზე კარლოს სოლერმა პენალტი ვერ გაიტანა, დამატებაზე ძელს გაარტყა, მაგრამ იქვე იუნუს მუსა გაჩნდა და მან დაარტყა ზუსტად. გოლი გაუქმდა, პენალტი კი თავიდან გაამეორებინეს სოლერს, რადგან საჯარიმოში დარტყმამდე ფეხბურთელები იყვნენ. მეორე ცდაზე სოლერი აღარ შემცდარა. 43-ე წუთზე კი რაფაელ ვარანმა უცნაურად ითამაშა და საკუთარი კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმში „რეალის“ კარში კიდევ ორი პენალტი დაინიშნა. ორიჯერვე ბურთთან სოლერი მივიდა და ორჯერვე გაიტანა. შედეგად ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ის პირველი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, რომელმაც ლა ლიგაში ჰეთ-თრიქი პენალტებით შეასრულა.

„რეალმა“ ლა ლიგის ამ სეზონში მეორედ წააგო და 16 ქულით მეოთხე საფეხურზეა. „ვალენსია“ კი გამარჯვების მიუხედავად ჯერ რთულ მდგომარეობაშია და 11 ქულით მეცხრეა.

„ვალენსია“ – „რეალი“ 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 ბენზემა (23), 1:1 სოლერი (35, პენ), 2:1 ვარანი (45, საკ-კარში), 3:1 სოლერი (54, პენ), 4:1 სოლერი (63, პენ)

0.143175