ფეხბურთი

1:08 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "უკეთეს შედეგს ვერ მოვითხოვდით"

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მეათე ტურში ლარნაკას აეკ-ს 1:0 აჯობა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. თავიდანვე გეტყვით, რომ გიორგი ლორიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ქვილითაიას მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.

ნამატჩევს თემურ ქეცბაიამ მოკლე კომენტარი გააკეთა და გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. თქვა კიდეც, უკეთეს შედეგს ფეხბურთელებს ვერ მოვთხოვო.

„მინდა ჩემს ფეხბურთელებს ვისაუბრო. ვამაყობ ჩემი გუნდით, ამ თამაშში გაწეული ძალისხმევის გამო. ბოლო ორი კვირაში ხუთი თამაში ჩავატარეთ და ლიდერები ვართა, თასის მეოთხედფინალშიც გავედით. ამიტომ, უკეთეს შედეგს ვერ მოვითხოვდით. ვფიქრობ, რომ დღეს მეორე გოლის გატანა და თამაშის დასრულება პირველივე ტაიმში შეგვეძლო“, - განაცხადა თემურმა.

შეგახსენებთ, „ანორთოსისმა“ 10 ტურის თავზე 23 ქულას მოუყარა თავი და პირველ პოზიციაზე გადავიდა. უახლოეს მდევარ ლიმასოლის „აპოლონს“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

0.116163