ფეხბურთი

0:31 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში ვერ წავა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა შესაძლოა საქართველოსთან ნაკრებთან კაპიტნისა და მთავარი ვარსკვლავის, გორან პანდევის გარეშე ითამაშოს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი, რომელიც ტელეკომპანია BeIN Sports-ში მუშაობს, აღნიშნულ ინფორმაციას ტვიტერში ავრცელებს.

როგორც ის წერს, „ფიორენტინას“, „ჯენოას“, „ინტერის“, „ლაციოს“, „რომასა“ და „სასუოლოს“ ფეხბურთელებს ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანოებმა სანაკრებო შეკრებაზე წასვლა აუკრძალეს.

ჩამოთვლილ გუნდებში ბოლო კვირაში კორონავირუსის მინიმუმ თითო შემთხვევა გამოვლინდა და პროტოკოლით ისინი კარანტინში უნდა იყვნენ. შედეგად, ვინაიდან, „ჯენოაში“ პანდევი თამაშობს, მან შესაძლოა ნაკრების დახმარება ვერ შეძლოს. იგივე ეხება ჰენრიხ მხითარიანსაც, რომელიც „რომას“ ღირსებას იცავს.

თუმცაღა, მაკედონიურმა პრესამ ეს ცნობა უმალვე უარყო. Sportmedia წერს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და პანდევი ორშაბათს სკოპიეში იქნება და ისტორიულ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას უკაპიტნებს. კითხვები არსებობს მხოლოდ „ნაპოლის“ ფეხბურთელ ელიფ ელმასთან დაკავშირებით, თუმცა, სავარაუდოდ, ისიც შეძლებს ნაკრებში ჩამოსვლას - წერს Sportsmedia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115482