ფეხბურთი

21:11 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "თამაშის მოგება დეტალებზეა დამოკიდებული და კონცენტრაცია წამით არ უნდა დავკარგოთ"

„იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურში ქულები ბოლო წამზე დაკარგა. მართლაც ასე იყო, „ლაციოსთან“ „იუვე“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით ბოლო წამამდე იგებდა, მაგრამ ფელიპე კაისედომ გაათანაბრა და თამაში 1:1 დასრულდა.

„არწივების“ გოლის შემდეგ მსაჯს მატჩი არც განუახლებია და თამაში დაასრულა. აქედან გამომდინარე, ანდრეა პირლო იმედგაცრუებული იყო:

„კარგი თამაში ჩავატარეთ. თამაშის თვალსაზრისით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, კომპენსირებულ წუთებამდე ჩვენს კართან ხიფათი არ ყოფილა. მაგრა,როდესაც გინდა 3 ქულა მოიპოვო, კონცენტრაცია წამით არ უნდა დაკარგო. ყველა დეტალზე ზრუნვაა საჭირო და ბოლო 10 წამის განმავლობაში ეს ვერ მოვახერხეთ.

ბიჭებმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ შედეგი იმედგაცრუებულები ვართ, ეს გაკვეთილი უნდა გამოდგეს, ასეთ დონეზე თამაშის დროს არსდროს უნდა დანებდე. მატჩებისა და სკუდეტოს მოგება თითოეულ დეტალზეა დამოკიდებული. მთლიანობაში თამაშით კმაყოფილები ვართ, ვიზრდებით და ვნახე, რამდენიმე კარგი სათამაშო ასპექტი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ სერია A-ს 7 მატჩში 3 მოიგოდა 4-ჯერ ითამაშა, შესაბამისად 13 ქულა აქვს და ოთხეულს მიღმაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109771