გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფე" შინ "რეალ ბეტისს" დაუპირისპირდა და მეტოქე ოთხქულიანი სხვაობით 77:73 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო.
მან პარკეტზე არასრული 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შერმადინი ჩაგდებული ქულების რაოდენობით საკუთარ გუნდში მხოლოდ მარსელინო უერტასს ჩამორჩა, რომელსაც 25:19 წუთში - 19 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 აღმოჩნდა, ხოლო უერტასის 18 და საუკეთესოდაც ბრაზილიელი დასახელდა.
"იბეროსტარ ტენერიფეს" 8 ტურში 7 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 13 ნოემბერს, სტუმრად "მანრესასთან" გამართავს.