სხვა

12:14 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიკაძის 100%-იანი შედეგი - ქართველმა UFC-ში მეხუთე ბრძოლა მოიგო (+VIDEO)

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მე-5 ბრძოლა ჩაატარა და თავის გამარჯვებით დაასრულა.
32 წლის სპორტსმენი ამერიკელ ჯეიმი სიმონს შეხვდა და მეტოქე ადვილად დაამარცხა.

ჭიკაძემ დებიუტანტ ამერიკელს ბრძოლის დაწყებიდან მალევე ფეხი თავში მოარტყა, რის შემდგომაც სიმონსი ოქტაგონზე დაეცა. ქართველმა კიდევ რამდენჯერმე დაარტყა და მსაჯმა გამარჯვება ნოკაუტით სწორედ მას ჩაუთვალა.

ეგ გიგასთვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მე-5 ბრძოლა იყო და ჩვენებურს 100%-იანი შედეგი აქვს. რაც შეეხება ჯეიმი სიმონსს, მას აქამდე MMA-ში ჩატარებული 9 ორთაბრძოლიდან 7 მოგების წილ 2 მარცხი ჰქონდა, თუმცა UFC-ს მოგება-წაგების ბალანსი უარყოფითად დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061094