კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმაანსუ ფატიმ სერიოზული ტრავმა მიიღო. 18 წლის ფეხბურთელი სევილის „ბეტისთან“ შეხვედრაში დაშავდა და დიდი ალბათობით, კარგა ხანს მოედანზე ვერ გავა.
როგორც „ბარსას“ ვებგვერდი იტყობინება, ფატიმ მარცხენა მუხლის მენისკი აქვს გაწყვეტილი და დეტალურად მისი დაზიანების ხარისხის შესახებ უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
თუმცა, მსგავსი ტრავმა, როგორც წესი საგანგაშოა და ფატის სავარაუდოდ, მინიმუმ 3 თვე მოუწევს უქმობა.
18 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 10 მატჩში 5 გოლის გატანაც შეძლო.