ფეხბურთი

2:07 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი „საუთჰემპტონი“: „დავამთავროთ ჩემპიონატი!“

„ევერტონ“ – „მანჩესტერის“ მატჩის წინ სტადიონს პატარა თვითმფრინავმა გადაუფრინა, რომელზეც ბანერი მიებათ, წარწერით: „მსოფლიომ იცის, რომ ტრამპმა გაიმარჯვა!“ მალე ცნობილი გახდა რომ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი იქნება. საიდან გაჩნდა ის ბანერი, ან რა საერთო ჰქონდა ფეხბურთთან, ეს ამბავი გამოცანად დაჩა.

„ეშმაკუნების“ მწვრთნელ სულშერს ტრამპზე მეტად გაუმართლა. მართალია, „ევერტონთან“ წაგების შემთხვევაშიც კი მას არ გაათავისუფლებდნენ თანამდებობიდან, მაგრამ „მანჩესტერის“ რანგის გუნდისთვის პრემიელიგის ცხრილში მე-15 ქდგილზე ყოფნა...

თუმცა ორიოდ სიტყვა მატჩზე ვთქვათ. ცოტა ადრე ხომ არ მოგვივიდა „ევერტონის“ ქება? ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ სტარტზე ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ, ანჩელოტის ბიჭებმა მიჯრით სამი თამაში წააგეს: „საუთჰემპტონთან,“ „ნიუკასლთან“ და ახლა „მანჩესტერ იუნაიტედთან.“ მართალია, იტალიელი სპეციალისტი ამტკიცებს: კარგია სანაკრებო შესვენება რომ დაგვემთხვა, ახლა არეულები ვართ, პაუზის შემდეგ კი ისეთი „ევერტონი“ დაგიბრუნდებათ. სეზონის დასაწყისში რომ იყოო. ვნახოთ.

პირველი ტაიმი მხიარული გამოდგა. ორივე კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები. სამი ბურთი 13 წუთის ინტერვალში გავიდა, ერთი სტუმართა, ორიც მასპინძელთა კარში. დუბლი მიითვალა ბრუნუ ფერნანდეშმა.

მეორე ნახევარი უფრო მოსაწყენი იყო. ევერტონელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტები თითქმის აღარ იქმნებოდა. მეხუთე დამატებულ წუთზე კი ედინსონ კავანიმ დასვა წერტილი. ეს მანკუნიანელთა ურუგვაელი ახალწვეულის პირველი გოლი გახლდათ პრემიერლიგაში.

სტუმართა სიხარული ტრავმებმა გააუფერულა. მათმა დამრიგებელმა სულშერმა ჟურნალიტებს უთხრა, რომ რაშფორდი, შოუ და ლინდელოფი დაშავდნენ, საზარდულს იტკიებს დე ხეაც. ზუსტი დიაგნოზი მოგვიანებით გვეცოდინება.

ახლა სულშერის გუნდი 10 ქულით მე-13 ადგილზეა.

„ჩელსი“ ბოლო დროს სტაბილურად იგებს დიდი ანგარიშებით. აგერ ბატონო: მიჯრით „კრასნოდართან“ (ჩემპიონთა ლიგაში) 4:0, „ბარნლისთან“ 3:0, „რენთან“ (ჩემპიონთა ლიგაში) 3:0 და ახლა „შეფილდ უენსდისთან“ 4:1.

თუმცა, „შეფილდთან“ გამარჯვებას დიდი ვაჟკაცობა არ უნდოდა. შეფილდელები ძალიან წვალობენ, ცხრილში ბოლო ადგილზე დგანან და ჩემპიონშიფში დაქვეითების მთავარი კანდიდატები არიან.

ეგ არის, მატჩის დასაწყისში სტუმარმა დევიდ მაკგოლდრიკმა გახსნა ანგარიში და ინტრიგაც გაჩნდა. მაგრამ ყველაფერი მალევე დამთავრდა, 23-ე წუთზე ტემი აბრაჰამა გაათანაბრა და მერე მინდოზე ერთი გუნდი - „ჩელსი“ დარჩა.

სხვათა შორის, გაიტანა „არისტოკრატთა“ ახლწვეულმა ტიაგუ სილვამაც, რომლისთვისაც, კავანის არ იყოს, ეს პირველი გოლი გახლდთ პრემიერლიგაში.

ამ გამარჯვებით „ჩელსიმ“ მესამე ადგილზე აინაცვლა. ლიდერი კი მინიმუმ კვირა საღამომდე „საუთჰემპტონია,“ რომელმაც ჩე ადამსისა და სტიუარტ არმსტრონგის გოლებით პარასკევს „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა... „წმინდანები“ პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მოექცნენ ცხრილის კენწეროზე. საკუთარ ტვიტერზე ხუმრობაც კი დაწერეს: დავამთავროთ ჩემპიონატიო...

მარსელო ბიელსას „ლიდსმა“ როგორც დაიწყო უცნაურად, ასევე აგრძელებს. აბა, ბოლო სამი ტური ვნახოთ: მაშინ ჯერ კიდევ ლიდერებში მყოფ „ასტონ ვილას“ 3:0 მოუგეს, მერე „ლესტერთან“ 1:4 და ახლა „კრისტალ პალასთან“ ისევ 1:4...

მასპინძლებმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს, განსაკუთრებით ლამაზი იყო ებერეჩი ეზეს საჯარომო დარტყმა, რომელიც მან 22-ე წუთზე შეაგდო.

ინგლისი

პრემიერლიგა. 8 ტური. 7 ნოემბერი

ევერტონი - მანჩესტერი 1:3

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“

1:0 ბერნარდი (19), 1:1, 1:2 ფერნანდერში (25, 32), 1:3 კავანი (90+5)

ევერტონი: პიკფორდი, დინი, კინი, ჰოლგეიტი, კოულმენი, სიგურდსონი (აივობი 66), ალანი, დუკურე, ბერნარდი, კალვერტ-ლიუინი, ხამესი (ტოსუნი 80)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მანჩესტერი: დე ხეა, შოუ (ტუანზებე 67), მაგუაირი, ლინდელოფი, ვან-ბისაკა, ფრედი, მაკტომინეი, რაშფორდი, ფერნანდერში, მატა (პოგბა 82), მარსიალი (კავანი 82)

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ჰოლგეიტი (34), ალანი (45+4), ტოსუნი (86), დუკურე (88); ფერნანდეში (50), ფრედი (83)

ჩელსი -შეფილდი 4:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

0:1 მაკგოლდრიკი (9), 1:1 აბრაჰამი (23), 2:1 ჩილუელი (34), 3:1 ტიაგუ სილვა (77), 4:1 ვერნერი (80)

ჩელსი: მენდი, ჩილუელი, ტიაგუ სილვა, ზუმა, ჯეიმსი, მაუნტი, კანტე, კოვაჩიჩი (ჟორჟინიო 71), ვერნერი (ჟირუ 87), აბრაჰამი, ზიეში

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

შეფილდი: რემსდეილი, სტივენსი, ეგანი, ბეშემი, ლოუ, ლუნდსტრამი, ნორვუდი (ოსბორნი 62), ბერგე, ბოლდოკი, მაკგოლდრიკი, ბრიუსტერი (მაკბერნი 63)

მწვრთნელი: კრის უაილდერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ეგანი (37), ბერგე (75)

კრისტალ პალასი - ლიდსი 4:1

1:0 დანი (12), 2:0 ეზე (22), 2:1 ბრემფორდი (27), 3:1 ელდერ კოშტა (42 საკ. კარშსი), 4:1 აიუ (70)

ვესტ ჰემი -ფულემი 1:0

1:0 სოუჩეკი (90+2)

90+8 წუთზე ლუკმენმა (ფულემი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

1.113466