ფეხბურთი

15:34 | 7.11.2020 | ნანახია 833 - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძის მორიგი გოლი ყაზახეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ თავის გამოჩენა მოახერხა. ქართველი ფეხბურთელის კაისარი საკუთარ მოედანზე ქვეყნის ჩემპიონ ალმატის კაირატს დაუპირისპირდა და თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.

ლობჯანიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 70-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიშის სხვაობა შეამცირა (1:2), ხოლო დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ეს სეზონის ბოლო მატჩი იყო.

ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატის 13 თამაშში მე-8 გოლი გაიტანა, 1 გოლი კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მიითვალა. კაისარი 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გავიდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:11 | 09.11.2020
qomagi (1575)

რა ვიცი, ნაკრებში აბა რა სჭირთ.

08:43 | 08.11.2020
lagashi (6738)

Tu ar chavtvlit belgiis moqalaqes, romeli sxva gvyavs amaze metad gamtani? : D

21:38 | 07.11.2020
giosvani (838)

შენგელია შევიდა შეცვლაზე ფენერბახჩესთან და საგოლე პასი გააკეთე 5 წუთში . გრეანდების რისხვაა ეს ბიჭი.

0.142874