ისტორია

9:53 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

7 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944 - დაიბადა ლუიჯი რივა. იტალიის ნაკრების (1965-74), “ლინიანოს” (1961-62), “კალიარის” (1962-76) ფორვარდი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. რივამ ფინალში გოლი გაიტანა. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1974 წლის მუნდიალის მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი, გაიტანა 35 გოლი. ლუიჯი რივა “სკუადრა აძურას” ყველაზე შედეგიანი ფორვარდია. 1970 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. “კალიარის” შემადგენლობაში ჩაატარა 315 მატჩი, გაიტანა 164 გოლი. სერია A-ში სარდინიელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა 1964 წლის 13 სექტემბერს, იმ დღეს კი, “კალიარი” “რომასთან” 1:12 დამარცხდა. რივას საკუთარ რიგებში ტურინის “იუვენტუსი” ეპატიჟებოდა, თუმცა იგი ბოლომდე “კალიარის” ერთგული დარჩა. ლუიჯი რივა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იყო, როდესაც “სკუადრა აძურამ” გერმანიის მუნდიალი მოიგო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1933 - აშშ-ის პენსილვანიის შტატში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გაუქმდა ე.წ. “ლურჯი კანონი”, რომლის მიხედვითაც, კვირაობით სპორტული ღონისძიებების ჩატარება იკრძალებოდა.

1942 - იტალიელმა ველოსიპედისტმა ფაუსტო კრპიმ, ერთ საათიან რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (45.848 კმ).

1960 - თბილისის “დინამომ”, ინგლისური ტურნეს მსვლელობისას, “შეფილდ უენსდეისთან” 0:5 წააგო. “დინამო”: კოტრიკაძე, სიჭინავა, თორაძე, ხოჭოლავა (ღოღობერიძე), ზეინკლიშვილი, ჩოხელი, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1962 - გლენ ჰოლმა, ჰოკეის ეროვნული ლიგის გოლკიპერებს შორის რეკორდი დაამყარა - მან ლიგაში ზედიზედ 503-ე მატჩი ჩაატარა.

1973 - თბილისის “დინამომ”, უეფას თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში, ბელგრადში ოფკ-ს 5:1 მოუგო (პირველ შეხვედრაში ქართველებმა 3:0 გაიმარჯვეს) და მერვედფინალში გავიდა. ქართველთაგან გოლები ვახტანგ ჭელიძემ, დავით ყიფიანმა (2), გივი ნოდიამ და ზურაბ წერეთელმა გაიტანეს. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ჭელიძე, ებრალიძე (გავაშელი), მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი (წერეთელი), გ. ნოდია, ლ. ნოდია. გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.

1974 - დევისის თასის 63-ე გათამაშების ჩემპიონის ტიტული სამხრეთ აფრიკას მიეკუთვნა. ამ ნაკრებთან ფინალში თამაშს, ინდოეთმა ბოიკოტი გამოუცხადა და წაგება ჩაეთვალა.

1979 - თბილისის “დინამომ”, ჩემპიონთა თასის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, “ჰამბურგთან” 2:3 წააგო (პირველი შეხვედრა ჰამბურგელებმა 3:1 მოიგეს) და ტურნირს ჩამოშორდა. ქართეველთაგან გოლები ვლადიმერ გუცაევმა და დავით ყიფიანმა გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, სულაქველიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1988 - იაპონიისა და ამერიკის ბეისბოლისტთა ლიგის (MLB) ნაკრებთა მესამე მატჩში, ამერიკელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს (16:8).

1991 - აშშ-ის ქალაქ იუტას “დელტა სიტიში”, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “ჯაზმა”, “სიეტლ სუპერსონიკსი” 103:95 დაამარცხა.

1991 - ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეჯიკ ჯონსონმა გამოაცხადა, რომ შიდსითაა დაავადებული და ამის გამო, “ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან” მიდის.

1992 - აშშ-ის ქალაქ ფინიკსის “ამერიკა ვესტ არენაზე”, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი შეხვედრა ჩატარდა - ადგილობრივმა “სანზმა”, “ლოს ანჯელეს კლიპერსს” 111:105 მოუგო.

2006 - ბურთი, რომლითაც იტალიისა და საფრანგეთის ეროვნულმა გუნდებმა 2006 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზეს, დოხაში გამართულ აუქციონზე სარეკორდო თანხად, 2,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ტურნირში გამარჯვებული იტალიის ნაკრების ფეხბურთელთა ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი ყატარელმა ემირმა, მოჰამედ ბინ ჰამად ალ-ტანიმ შეიძინა.

2006 - ინგლისის ლიგის თასის მოქმედი მფლობელი “მანჩესტერ იუნაიტედი”, გათამაშების მეთექვსმეტედფინალში “საუთენდ იუნაიტედთან” 0:1 დამარცხდა.

2008 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, “იუტა ჯაზმა” “ოკლაჰომას” 104:97 მოუგო. ეს მოგება იუტელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ჯერი სლოუნისთვის ნბა-ში მეათასე გამარჯვება გახლდათ. ამასთან, სლოუნი ნბა-ში ერთადერთი სპეციალისტია, რომელმაც 1000 შეხვედრა ერთსა და იმავე გუნდს მოაგებინა.

ამ დღეს დაიბადნენ

1944 - ლუიჯი რივა. იტალიის ნაკრების (1965-74), “ლინიანოს” (1961-62), “კალიარის” (1962-76) ფორვარდი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. რივამ ფინალში გოლი გაიტანა. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1974 წლის მუნდიალის მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი, გაიტანა 35 გოლი. ლუიჯი რივა “სკუადრა აძურას” ყველაზე შედეგიანი ფორვარდია. 1970 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. “კალიარის” შემადგენლობაში ჩაატარა 315 მატჩი, გაიტანა 164 გოლი. სერია A-ში სარდინიელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა 1964 წლის 13 სექტემბერს, იმ დღეს კი, “კალიარი” “რომასთან” 1:12 დამარცხდა. რივას საკუთარ რიგებში ტურინის “იუვენტუსი” ეპატიჟებოდა, თუმცა იგი ბოლომდე “კალიარის” ერთგული დარჩა. ლუიჯი რივა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იყო, როდესაც “სკუადრა აძურამ” გერმანიის მუნდიალი მოიგო.

1948 - ივან იარიგინი. რუსი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 1972 და 1976 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. იარიგინი ქართველი მწვრთნელის, დიმიტრი მინდიაშვილის აღზრდილია. ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტოროფაში.

1957 - კეიტ მაკმილანი. ამერიკელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში 1976 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1961 - მინჩო ატჩოვი. ბულგარელი ძალოსანი. 1980 წლის ოლიმპიადის პრიზიორი (67.5 კგ).

1963 - ჯონ ბარნსი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “უოტფორდისა” და “ლივერპულის” ფორვარდი. ინგლისის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

1970 - მარკ როსე. შვეიცარიელი ჩოგბურთელი. 1992 წელს მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობის წყვილთა ტურნირი.

1972 - ემილი პორტერ ლესუერი. ამერიკელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1976 - მარკ ფილიპუსისი. ბერძნული წარმოშობის ავსტრალიელი ჩოგბურთელი. 2003 წელს იასპარეზა უიმბლდონის ტურნირის ფინალში. 2000 წელს, ამავე ტურნირის მეოთხედფინალისტია.

1978 - რიო ფერდინანდი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის”, “ლიდს იუნაიტედის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ქუინზ პარკის” მცველი. ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული (2003, 2007, 2008, 2009), ინგლისის ლიგის თასის მფლობელი (2006, 2009), ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი (2003, 2007, 2008), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2008). მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2008). ინგლისის ეროვნული გუნდის მაისურით ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

0.123477