სხვა

1:38 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტაზე როგლიჩმა ლიდერობა გაიმყარა

ვუელტას მე-16 ეტაპი რბოლის ლიდერ პრიმოჟ როგლიჩს არ მოუგია, მაგრამ თავის მდევრებს კიდევ რამდენიმე წამით დაშორდა და ველომარათონის ზედიზედ მეორედ მოგების შანსიც გაზარდა. ეტაპი კი დანიელმა მაგნუს კორტ ნილსენმა მოიგო, ვინც რებოლის მიწურულს, ტემპი დროულად გაზარდა და ფინშიც პირველმა გადაკვეთა.

მეორე ადგილი სლოვენიელმა დაიკავა, რისთვისაც მან ბონუს წამებიც მიიღო და ახლა უკვე 45 წამს უგებს უახლოეს მდევარს, ეკვადორელ რიჩარდ კარაპასს (ინეოს გრენადერსი). ლიდერს 53 წამით ჩამორჩება მესამეზე მყოფი ბრიტანელი ჰიუ კართი (EF პრო საიკლინგი). ყველამ რბოლა ერთ ჯგუფში დაასრულა.

როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა) გამარჯვებამდე პრაქტიკულად ერთი ეტაპიღა აშორებს, რადგან ბოლო ეტაპს ბევრი არაფრის შეცვლა შეუძლია. ბოლოსწინა ეტაპი კი ერთ-ერთი ურთულესია - მონაწილეებს კატეგორიის მქონე ხუთი აღმრთის გავლა უწევთ, ბოლოს კი უმაღლესი კატეგორიის მთა ალტო დე კოვატილაზე ავლენ, რომლის აღმართის სიგრძეც 10 კილომეტრია, საშუალო დახრა კი 7 პროცენტი.

მე-16 ეტაპი კი საინტერესო გამოდგა. სტარტიდან მალევე, ფრანგი რემი კავანია (დესონინკ ქვიკ-სტეპი) დაწინაურდა და თითქოს, პელოტონს მისი დაწევის შანსი არ ჰქონდა. მაგრამ ფინიშამდე 3 კილომეტით ადრე, მის იმედს წერტილი დაესვა - პელოტონი წამოეწია.

სპრინტის დასაწყისში, ვეტერანი ალეხანდრო ვალვერდე (მივისტარი) დაწინაურდა, მაგრამ მას მალე კორტ ნილსენმა, როგლიჩმა და ავსტრალიელმა დიონ სმიტმა (მიჩელტონ-სკოტი) გადაასწრეს და ხაზიც ამ მიმდევრობით გადაკვეთეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160083