ფეხბურთი

22:25 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანი კარვახალი "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანელი ფეხბურთელი დანი კარვახალი მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca-მ გაავრცელა. წყაროს ინფორმაციით, დანი კლუბთან ახალ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდში 2024 წლამდე დარჩება.

ამჟამად, კარვახალს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. დანი "რეალის" აკადემიის აღზრდილია და მხოლოდ ერთი სეზონი თამაშობდა სხვა გუნდში ("ლევერკუზენი"). წლების განმავლობაში დანიმ "სამეფო კლუბის" მაისურით 282 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და 47 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114131