ფეხბურთი

19:15 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესტონეთის ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა საქართველოსთან ცნობილია

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა ნოემბრის სამი მატჩისთვის გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ჩვენთვის ესტონელთა ეს ინფორმაცია ცხადია საინტერესოა, რადგან საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა მიმდინარე თვეში.

ცნობისთვის, ერთა ლიგის C დივიზიონის სასტარტო მატჩში საქართველომ ტალინში, ნიკა კაჭარავას გოლით იმარჯვა. თბილისში კი ესტონეთის ნაკრები შემდეგი ფეხბურთელებით ჩამოვა:

მეკარეები: მარკო მეერიტსი (კალიუ), მატვეი იგონენი (ფლორა), კარლ იაკობ ჰეინი (არსენალი, ინგლისი)

მცველები: ტაილო ტენისტე (ბრანი, ნორვეგია), კარლო მეტსი (ალ-იტიჰადი, საუდის არაბეთი), ნიკიტა ბარანოვი (კარმიოტისა, კვიპროსი), არტურ პიკი (კუოპიო (ფინეთი), იონას ტამი (დესნა, უკრაინა), მორტენ კუუსკი (ფლორა), მიხაელ ლილანდერი (ფლორა), ჰენრიკ პიურგი (ფლორა), ჰენრი იორველაიდი (ვენდსისელი, დანია)

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: კონსტანტინ ვასილიევი (ფლორა), სერგეი ზენიოვი (შახტიორი, ყაზახეთი), რაუნო საპინენი (ფლორა), ფრანკ ლიივაკი (ფლორა), პაველ მარინი (ტულევიკი), მიხელ აინსალუ (ლვოვი, უკრაინა), მარტინ მილერი (ფლორა), ვლადისლავ კრეიდა (ფლორა), ერიკ სორგა (დი სი იუნაიტედი, აშშ), ვლასი სინიავსკი (ფლორა), გეორგი ტუნიოვი (სპალი, იტალია), მარკ ანდრე ლეპიკი (ფლორა), ედგარ ტური (ლინამეესკონდი), მარკუს სოომეტსი (ფლორა)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესტონეთს 18 ნოემბერს თბილისში დაუხვდება და ეს ორივე გუნდისთვის როგორც ერთა ლიგის C დივიზიონის ამ სეზონში, ისე 2020 წელს ბოლო თამაში იქნება. მანამდე, ესტონელები იტალიელებს ამხანაგურად, ხოლო ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას გაეჯიბრებიან. საქართველოს ნაკრებს კი იმავე ჩრდ. მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალი ელის (12 ნოემბერს), რასაც ესტონეთამდე სომხეთთან საშინაო თამაში მოჰყვება (15 ნოემბერს).

0.121141