ფეხბურთი

15:23 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ბარსელონამ" იდენტობა დაკარგა და რთული პროცესის გავლა მოუწევს"

ბრაზილიური „სან პაულუს“ ვეტერანმა მცველმა დანი ალვეშმა „ბარსელონას“ შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, როდესაც გუნდიდან გაუშვეს, უკან დაბრუნება დაისახა მიზნად და „იუვენტუსში“ წარმატებული სეზონის შემდეგ კატალონიაში დაბრუნება უნდოდა, მაგამ „ბარსაში“ შეცდომის აღიარებისთვის გამბედაობა არ აღმოაჩნდათ.

გარდა ამისა, დანიმ „ბარსას“ დღევანდელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ კლუბმა იდენტობა დაკარგა.

„ბარსელონას“ ვუთხარი, რომ დავბრუნდებოდი. „იუვეში“ იმის საჩვენებლად წავედი, რომ ისევ შემეძლო მაღალ დონეზე თამაში. მინდოდა „ბარსაში“ დავბრუნებულიყავი და მათ ვჭირდებოდი, მაგრამ იმის გამბედაობა არ აღმოაჩნდათ, რომ თავიანთი შეცდომა ჩემთან მიმართებაში ეღიარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად მომექცნენ, მზად ვიყავი ისევ მეთამაშა „ბარსელონაში“, რადგან ეს კლუბი მიყვარს.

ახლა „ბარსას“ სტილი იცვლება, კლუბმა იდენტობა დაკარგა და მის დასაბრუნებლად რთული პროცესის გავლა მოუწევს. ვფიქრობ, ახლა „ბარსა“ არის კლუბი, რომელიც მხოლოდ ვაჭრობს, ყიდის და ყიდულობს ფეხბურთელებს. როდესაც მსგავს რამეს აკეთებ, იდენტობას კარგავ, ეს არის პრობლემა „ბარსელონაში“.

რას ვურჩევ დესტს? მარტივი რჩევაა, უბრალოდ ბურთი მისცეს მესის. სერჟინოს ბევრი თვისება აქვს და კარგად თამაში შეუძლია, მაგრამ შედარების გაკეთება არ მიყვარს. ეს ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, როდესაც კაფუსთან მადარებდნენ, მაგრამ ეს ისეთი რამეა, რასაც დიდი აზრი არ აქვს“, - თქვა დანიმ.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „ბარსელონაში“ 2008-2016 წლებში თამაშბდა და 391 მატჩში 21 გოლი გაიტანა. შემდეგ ბრაზილიელი „იუვენტუსსა“ და პსჟ-ში თითო სეზონით ირჯებოდა, ხოლო 2019 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა და „სან პაულუს“ ღირსებას იცავს.

0.1122