ფეხბურთი

14:55 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი სერია A-ში ოქტომბერში საუკეთესოდ დაასახელეს

იტალიის სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დასახელდა. შვედმა ფორვარდმა გასულ თვეში ლიგაში ყველას აჯობა.

ზლატანმა ოქტომბერში სერია A-ში 2 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. იბრამ „ინტერთან“ და „რომასთან“ მატჩებში ორჯერ დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ შვედ ფეხბურთელს ოქტომბრის დასაწყისში კორონავირუსი ჰქონდა, მაგრამგამოჯანმრთელებისთანავე მაღალ დონეზე თამაში მოახერხა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება.

0.116743