სხვა

14:38 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

EOC-ის გენერალური ასამბლეა ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 49-ე გენერალური ასამბლეა, რომლისთვისაც 27 ნოემბერს რომში, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინას უნდა ემასპინძლა, ამავე დღეს ჩატარდება, ოღონდ - ონლაინ-რეჟიმში.

ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ევროპაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად, გადაადგილებაზე და მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვები.

გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველა - 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ასამბლეა ვიდეოკონფერენციისთვის და ონლაინ ხმის მიცემისთვის დაცული სისტემით წარიმართება.

დელეგატებს საშუალება ექნებათ განიხილონ EOC-ის წესდების შეცვლის შესაძლებლობა, მათ შორის, აღმასრულებელ საბჭოში ახალი წევრების არჩევის პროცედურა. დელეგატები ასევე გაეცნობიან 2019 წლის ფინანსურ მოხსენებას და 2021 წლის ბიუჯეტს.

მოსალოდნელია, რომ ხმის მიცემაზე იქნება გატანილი 2021 წლის გენერალური ასამბლეის არაუგვიანეს 30 ივნისს ჩატარება, რომლის დროსაც უნდა ჩატარდეს EOC-ის საპრეზიდენტო არჩევნები (იანეზ კოჩიანჩიჩის გარდაცვალების შემდეგ, EOC-ის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ნილს ნიგარდი).

გენერალური ასამბლეის დელეგატები ასევე მოისმენენ კრაკოვის და მალოპოლსკის სავოევოდოს მესამე ევროპული თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის ჰასან არატის მოხსენებას. დღის წესრიგშია ასევე IOC-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები.

მნიშნელოვან საკითხებს შორის არის 2025 წლის ზამთრის და ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მასპინძლად, შესაბამისად - ბორჯომ-ბაკურიანის და ჩეხეთის ბრნოს კანდიდატების დამტკიცება.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098161