თამაშგარე

11:47 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი რონალდუს ჯანმრთელობაზე

ტურინის “იუვენტუსისა“ და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების სუპერ-შემტევის კრიშტინუ რონალდუს კორონა-ვირუსისგან სწრაფი განკურნება მთელს მსოფლიოში გახდა განხილვის საგანი. ამ უცნაურობას ექიმებიც კი სხვადასხვანაირად ხსნიან და რა გასაკვირია, რომ რონალდუს ჯანმრთელობაზე კითხვა მის ყოფილ გულისსწორსაც დაუსვეს.

რუს-თათარი მოდელი ირინა შეიკი როგორც იცით კარგა ხნის მანძილზე იყო კრიშტიანუს სატრფო და მას ბევრზე უკეთ მოეხსენება ამ უცნაური კაცის რაობა. ირინა ესპანურ გამოცემა “მარკას“ გამოუტყდა, რომ მას სულაც არ გაჰკვირვებია რონალდუს სწრაფი გამოჯანმრთელება, რადგან იცის მისი ჯანსაღი აგებულების შესახებ.

“კრიშტიანუ ყველაზე ჯანმრთელი და სპორტული ადამიანია ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ცხადია კორონას ადვილად დასძლევდა, რადგან როგორც ცნობილია ჯანმრთელ ადამიანს ვირუსი ადვილად ვერ ერევა“ - ამბობს ხელიხელსაგოგმანები მოდელი, რომელმაც რონალდუს შემდეგ უკვე მესამე მამაკაცი მოიმწვანილა.

0.150614