ჩოგბურთი

4:26 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ATP-ს ფინალში ჩემპიონ ციციპასის გამოსვლა სათუოა

ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასი ამბობს, რომ ATP-ს ფინალში თამაში შესაძლოა, ტრავმის გამო ვერ შეძლოს. პარიზის მასტერსზე გამოსვლისას, მას ტერფის ტრავმა განუახლდა, რომლის გამოც, მეორე წრეში ფრანგ უგო უმბერთან წააგო.

„ახლა ვერ ვიტყვი, შევძლებ თუ არა თამაშს. მეორე სეტის დროს ტრავმა, რომელიც როლან გაროსზე მივიღე, განმიახლდა. საქმე ისე რთულად არაა, როგორც საფრანგეთის ღიას დროს იყო. მაგრამ სრულფასოვნად თამაშის საშუალებას არ მაძლევდა. თავს არ ვიმართლებ, ბოლომდე თავი არ დამიზოგავს“, - უმბერთან წაგების შემდეგ განაცხადა ციციპასმა, ვინც ATP-ს ფინლი გასულ სეზონში მოიგო.

ბერძენმა ჩოგბურთელმა, ვისაც რეიტინგში მეექვსე ადგილი უკავია, ტრავმა საფრანგეთის ღიას ნახევარფინალში მიიღო, როცა ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდებოდა. სერბმა შევხვედრა ხუთ სეტში მოიგო.

ATP-ს ფინალს ლონდონის არენა O2 უმასპინძლებს. ტურნრი მაყურებლის გარეშე, 15-22 ნოემბერს გაიმართება.

0.106771