სხვა

3:55 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტას ეტაპი გიგანტი ბელგიელმა ფილიპსენმა მოიგო

ვუელტას მე-15 ეტაპი ორი რამით იყო რთული - მონაწილეებს კატეგორიის მქონე ხუთი აღმართი ჰქონდათ გასავლლი, ეტაპის მარშრუტის სიგრძე კი 230 კილომეტრი იყო. საქმეს საკმაოდ ძლიერი ქარიც ართულებდა. ბოლო კილომეტრებზე კი ამ ყველაფერს ძლიერი წვიმა და ნისლიც დაემატა...

და ასეთ პირობებში, ყველაზე გამძლე და სწრაფი, 22 წლის ბელგიელი ბელგიელი იასპერ ფილიპსენი (UAE ტიმ ემირატსი) აღმოჩნდა, რომელმაც ფინიშზე ორ გერმანელს, პასკალ აკერმანს (ბორა-ჰანსგრო) და იანიკ შტაიმლეს (დესონინკ ქვიკ-სტეპი) აჯობა და კარიერაში პირველად მოიგო ველომარათონის ეტაპი.

ლიდერთა შორის კი არაფერი შეცვლილა - სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) ლიდერის წითელი მაისური შეინარჩუნა, მეორე და მესამე ადგილებზე კი ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი (ინეოს გრენადერსი) და ბრიტანელი ჰიუ კართი (EF პრო საიკლინგი) არიან. რბოლის ორგანიზატორებმა მძიმე პირობების გამო, კლასიფიკაციაში არაფერი შეცვალეს. არადა, სხვადასხვა მრბოლის არაერთი შეტევის გამო, პელოტონი ძლიერ დანაწევრდა. საბოლოოდ, ყველა მონაწილეს ის დრო დაუფიქსირდათ, რომელიც ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე, იმ მომენტში ლიდერს ჰქონდა.

რაც შეეხება ფილიპსენს, მან მე-4 ეტაპზე ფინიშს მეორემ მიღწია, მე-9 ეტაპზე კი მეოთხე უსწრაფესი იყო. „საოცარია, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორი გახარებული ვარ. ეს გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მთელი რბოლის განმავლობაში, შესაფერის მომენტს ველოდი და ის დღეს მოულოდნელად გაჩნდა“, - განაცხადა ფილიპსენმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084133