ფეხბურთი

20:15 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ფანებმა ზედიზედ მესამე თვეში საუკეთესოდ დაასახელეს

ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. ქართველმა ფეხბურთელმა ყაზანელთა ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

კვარაცხელიამ ხმების 42% მიიღო, რითაც საკმაო უპირატესობით აჯობა სოლტმურად ბაკაევს (23%) და ჯორჯ დესპოტოვიჩს (17%). ხვიჩამ გასულ თვეში „რუბინში“ 4-ჯერ ითამაშა, ერთხელ გოლი გაიტანა, ერთხელაც საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში და ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ცნობისთვის, 19 წლის ჩვენებური „რუბინის“ ქომაგებმა საყვარელი გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე ზედიზედ მესამედ აღიარეს (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი).

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის ეგიდით 13 შეხვედრაში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

0.117604