ფეხბურთი

14:21 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„გრანადას“ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ესპანური „გრანადას“ მთავარ მწვრთნელს, დიეგო მარტინესს, კორონავირუსის ტესტზე დადებითი შედეგი დაუდგინდა. თავის გუნდს ის ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში „ომონიას’ წინააღმდეგ ვერ უხელმძღვანელებს - გვამცნობს ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

მარტინესის გარდა, ვირუსი გუნდის სამ ფეხბურთელს და მწვრთნელთა სბჭოს კიდევ ერთ წევრს დაუდგინდათ. მათი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

0.148304