ფეხბურთი

13:48 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი დაბრუნდა

„არსენალის“ მცველმა, დავიდ ლუისმა, გუნდის საერთო ჯგუფში დაიწყო ვარჯიში. მან მუხლის ტრავმა, რომელიც პრემიერლიგის მე-6 ტურში მიიღო „ლესტერის“ წინააღმდეგ (0:1), სრულად მოირჩინა და მზადაა უახლოეს კვირას „ასტონ ვილასთან“ სათამაშოდ - გვამცნობს ლონდონური კლუბის პრეს-სამსახური.

ბრაზილიელი მცველი „არსენალში“ 2019 წელს გადავიდა „ჩელსიდან.“ ტრანსფერი 8.7 მილიონი ევრო დაჯდა. მიმდინარე სეზონში ლუისმა „მეთოფეთა“ მაისურით რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

0.126045