ფეხბურთი

13:26 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანმა ტერ შტეგენს გმირი უწოდა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, კიევის „დინამოს“ დამარცხების შემდეგ (2:1), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ანგარიში მალე გავხსენით, შემდეგ მეორეც გავიტანეთ, მაგრამ ბურთზე კონტროლი დავკარგეთ. უბურთოდაც ძალიან ცუდად ვირჯებოდით და რომ არა ტერ შტეგენის შესანიშნავი თამაში, რა მოხდებოდა, არავინ იცის. ჩვენი მეკარე კარგ ფორმაშია დ ვიტყოდი, რომ გმირულად გაირჯა.

როცა პრესინგს თამაშობ, მთელი გუნდი უნდა მონაწილეობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფალი ზონები რჩება.

უბურთოდ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს ესპანური AS.

0.119012