ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუკა კაპანაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო, თუმცა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუს კაზბეკ ნაგუჩევთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
აღსანისნავია, რომ კაპანაძემ პირველი სამი ბრძოლა იპონით მოიგო, ნახევარფინალში კი ნიდერლანდელ მეტოქეს ვაზარით სძლია.
საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის 1 ვერცხლის მედალია, დღეს კი მედების მოპოვებას 3 ქართველი ძიუდოისტი, გიორგი ჩიხელიძე, ვლადიმერ ახალკაცი და გიორგი შერაზადიშვილი ეცდებიან.