ფეხბურთი

10:51 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ მეკარემ ზედიზედ მეექვსე „მშრალი“ მატჩი ჩაატარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში „ჩელსიმ“ ფრანგულ „რენს“ 3:0 მოუგო. ეს ზედიზედ მეექვსე „მშრალი“ მატჩი აღმოჩნდა ყველა ტურნირში „არისტოკრატთა“ ახალწვეული მეკარე ედუარ მენდისთვის.

ერთადერთი ბურთი „ჩელსის“ შემადგენლობაში სენეგალელმა კარის დარაჯმა თავის პირველივე მატჩში გაუშვა „ტოტენჰემთან“ ინგლისის ლიგის თასის მატჩში.

მენდი ლონდონურ კლუბში 2020 წლის 24 სექტემბერს გადავიდა, სწორედ „რენიდან.“ სატრანსფერო ფასი 24 მილიონი ევრო გახლდათ.

0.11641