ჩოგბურთი

10:27 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეესკუ კორტს მომავალ სეზონში დაუბრუნდება

მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი, კანადელი ბიანკა ანდრეესკუ ამბობს, რომ სრულად მოირჩინა მუხლის ტრავმა, რომლის გამოც, 2020 წლის სეზონი სრულად გაუცდა და მზადაა კორტზე დასაბრუნებლად. ამასთან დაამატა, რომ სპორტს მომავალი სეზონის დასაწყისიდანვე დაუბრუნდება და მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის ღია პირველობაზე.

ანდრეესკუ 20 წლისაა. შარშან მან აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და იმავე სეზონის ბოლოს, WTA-ს ფინალში (შენცენი, ჩინეთი) თამაშისას, მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ წლევანდელი სეზონი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო განახევრდა, გააცდენინა.

„კარგად ვერ. ვირუსმა თითქოს დაბრუნებისთვის სტიმული მომცა. თან პირად საქმეებსაც მივხედე. ახლა კარგად ვა და ბევრს ვვარჯიშობ. მოუთმენლად ველი 2021 წლის სეზონს. ძალიან მჭირდებოდა დრო, რათა საკუთარი ცხოვრებისთვის მიმეხედა. და ისე მოხდა, რომ ამ გაცდენისას, ამის საშუალება მომეცა“, - ყვება ანდრეესკუ.

კანადელი დასძენს, რომ ავსტრალიის ღიასთვის სრულ მზადყოფნაში იქნება: „ვერ ვიტყვი, რომ ხვალვე სათამაშოდ მზად ვარ, რადგან მზადება ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს. მაგრამ რამდენიმე კვირაში ეს უკვე შესაძლებელი იქნება“.

0.128159