სხვა

3:50 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტას მე-14 ეტაპი ბელგიელმა ტიმ ველენსმა მოიგო

ვუელტას მე-14 ეტაპი ბელგიელი ტიმ ველენსის გამარჯვებით დასრულდა. მან აღმართზე მდებარე ფინიშის წინ წამოიწყო გადამწყვეტი შეტევა და მცირედით აჯობა კუდზე მჯდარ კანადელ მაიკლ ვუდსს. ლიდერებმა რბოლა ერთ ჯგუფში დაასრულეს და მათ შორის არაფერი შეცვლილა. წითელში ისევ მოქმედი ჩემპიონი პრიმოჟ როგლიჩი დარჩა.

ველენსმა (ლოტო სუდალი) მიმდინარე ვუელტაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. მან თითქმის ნახევარი რბოლა დაწინაურებულ მცირე ჯგუფთან ერთად გაატარა და შეტევა მაშინ დაიწყო, როცა აღმართზე ჯგუფის სხვა წევრებს გაუჭირდათ. მაგრამ როგორც კი შეტევა დაიწყო, ვუდსი (EF პრო საიკლინგი) მაშინვე უკან მიჰყვა და ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ დაწინაურების შანსი არ ჰქონია.

როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) ბოლო კილომეტრზე სცადა თავისი ჯგუფის ჩამოტოვება, მაგრამ როგორც კი გააქტიურდა, მთავარი მეტოქე, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი (ინეოს გრენადერსი) მაშინვე ბორბალზე დააჯდა. საბოლოოდ, მათ ფინიშს ერთად მიღწიეს და მათსავე ჯგუფთან ერთად დაასრულა რბოლა კლასიფიკაციაში მესამეზე მყოფმა ბრიტანელმა ჰიუ კართიმ (EF პრო საიკლინგი).

ამგვარად, სლოვენლმ კარაპასთან 39-წამიანი უპირატესობა შეინარჩუნა. კართი ლიდერს ისევ 47 წამით ჩამორჩება.

მომდევნო ეტაპის დისტანცია 230 კილომეტრია და მის მონაწილეებს, კატეგორიის მქონე ხუთი აღმართის გავლა მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088909