საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ იტალიაში, „სასარის“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 9 ქულით იგებდა, საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით წააგო.
ესპანელებმა მეორე ტაიმი პირწმინადად ჩააგდეს. თავად განსაჯეთ, მესამე პერიოდი 7:29 დათმეს, ხოლო ბოლო მეოთხედი 18:25 და ბუნებრივია, ადვილად დამარცხდნენ.
მიმდინარე სეზონში „იბეროსტარ ტენერიფეს“ მსგავსად ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა გიორგი შერმადინსაც. ქართველმა ცენტრმა 25:44 წუთში მხოლოდ 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 7-დან 1 ორქულიანი (14%) და 4-დან 4 საჯარიმო (100%) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი სულ რაღაც 6 აღმოჩნდა.
„იბეროსტარ ტენერიფე“ A ჯგუფში თითო მოგება-წაგებით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 17 ნოემბრს, სტამბოლის „გალათასარაის“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სეზონში ყველა თამაშს და ყველა ტურნირზე უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ და ბუნებრივია, რომ ადრე თუ გვიან 1-2 ჩავარდნა იქნება. წარმატებები გიოს, ძალიან მაგარი სპორტსმენი და პიროვნებაა!
გაყიდული თამაში იყო @